loader

ჯასტინ ბიბერის და მაიკლ ჯექსონის დუეტი Slave 2 The Rhythm - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერის და მაიკლ ჯექსონის დუეტი Slave 2 The Rhythm

თინეიჯერების კუმირმა ჯასტინ ბიბერმა ახალი სინგლი - Slave 2 The Rhythm - სიმღერის ავტორთან, მაიკლ ჯექსონთან "ერთად" ჩაწერა. ჯასტინმა სიმღერის საფუძვლად ჯექსონის გამოუქვეყნებელი სინგლიდან მომღერლის ხმა გამოიყენა. ბიბერმა სიმღერის რამდენიმე სტროფი თავადაც ჩაწერა და ჯექსონის ხმას dubstep-ის სტილში შეუერთა. ახალგაზრდა შემსრულებლის შემოქმედებამ პოპის მეფის ფანები აღაშფოთა.

ჯექსონმა აღნიშნული კომპოზიცია 2009 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯასტინ ბიბერს მაიკლ ჯექსონის მდიდრული სახლის შეძენაც სურს კალიფორნიაში. კანადელი მომღერალი არ მალავს, რომ ის მაიკლ ჯექსონის დიდი თაყვანისმცემელია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე