loader

აზერბაიჯანელი მილიარდერის გრანდიოზული იუბილე - რუსული პოლიტელიტა და შოუბიზნესი ჯექსონის ჰიტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელი მილიარდერის გრანდიოზული იუბილე - რუსული პოლიტელიტა და შოუბიზნესი ჯექსონის ჰიტით

აზერბაიჯანელი მილიარდერი ტელმან ისმაილოვი ინტერნეტსივრცეში პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანულმა მედიამ მონიკა ბელუჩისთან მისი რომანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი ვერსიით, ცნობილი მსახიობისა და ვენსან კასელის 17-წლიანი ოჯახის დანგრევის მიზეზი აზერბაიჯანელ მილიარდერთან მონიკას სასიყვარულო რომანი გახდა.

თუმცა ტელმან ისმაილოვი რუსული შოუბიზნესისა და პოლიტიკური ელიტისთვისაც არანაკლებ ნაცნობი და მისაღები ფიგურაა. ინტერნეტში ვრცელდება მისი დაბადების დღის წვეულების ამსახველი ვიდეო, სადაც რუსული ესტრადის მომღერლები მაიკლ ჯექსონის ცნობილ ჰიტს, We are the World-ს ისმაილოვს სპეციალურად გადაკეთებული ტექსტით უმღერიან. ისმაილოვის 50 წლის იუბილეზე რუსი პოლიტიკური ელიტისა და ისტებლიშმენტის გავლენიანი პერსონებიც ფიგურირებენ.

იხილეთ: აზერბაიჯანელი მილიარდერის ფულებზე ფეხშიშველა მოცეკვავე შაკირა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე