loader

ოსკაროსანი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი საქართველოშია - ახალი ფილმის გადაღებები რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოსკაროსანი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი საქართველოშია - ახალი ფილმის გადაღებები რუსთავში

მუნჯური შავ-თეთრი მხატვრული ფილმის, "არტისტის" რეჟისორი, ოსკაროსანი მიშელ ჰაზანავიჩუსი მორიგი ფილმისთვის გადაღებებს საქართველოში აწარმოებს. გადაღებები დღეს რუსთავში, მერიის წინ, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კინოგადაღებების გამო კოსტავას გამზირზე, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების ორ მონაკვეთზე მოედანთან მისასვლელი გზები საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. მასობრივი სცენების გადაღებაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს.

2012 წელს, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ფილმმა "არტისტმა" ხუთი "ოსკარი" მიიღო, მათ შორის - წლის საუკეთესო მსახიობის, წლის რეჟისორისა და ფილმისთვის.
ახალი ფილმის სახელწოდებას, სიუჟეტს გადამღები ჯგუფის წევრები არ ახმაურებენ და კომენტარზე უარს აცხადებენ.

არსებული ინფორმაციით, ფილმი ომისშემდგომი ჩეჩნეთის ცხოვრებას ეხება.

ავტორი: მარიკა ვარდოშვილი