loader

"მოაშორეთ უდიპლომო "ნაც-მეჯოხე" - რა პრეტენზიები აქვთ ნიკა რაჭველთან ორკესტრიდან დათხოვნილ მუსიკოსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოაშორეთ უდიპლომო "ნაც-მეჯოხე" - რა პრეტენზიები აქვთ ნიკა რაჭველთან ორკესტრიდან დათხოვნილ მუსიკოსებს

ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრიდან დათხოვნილმა მუსიკოსებმა კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც "პალიტრა ტვ"-ს საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა განუცხადეს, მათ სამსახური და ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის გადაწყვეტილებით დატოვეს.

მათივე თქმით, ნიკა რაჭველს და ორკესტრის ადმინისტრაციას არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რატომ არ გაუგრძელდა 33 მუსიკოსს შრომითი ხელშეკრულება.
სამსახურის გარეშე დარჩენილმა მუსიკოსმა პაატა ჭეიშვილმა განაცხადა, რომ როგორც მუსიკოსი, რაჭველს მოსწონდა, თუმცა ხელშეკრულება მაინც არ გაუგრძელა და უთხრა, რომ ორკესტრის ვაკანტურ ადგილებზე ე.წ. პიარშიკები დასაქმდებოდნენ.

მუსიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მათი დათხოვნა არ არის დაკავშირებული პროფესიონალიზმთან და რეალური მიზეზის მოსმენა კულტურის სამინისტროსგან სურთ. შესაბამისად, აქციის მონაწილეები მინისტრ გურამ ოდიშარიასთან შეხვედრას ითხოვენ და მინისტრს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ნიკოლოზ რაჭველის საქმიანობით.
მუსიკოსების აქციას ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუერთდა და სოლიდარობა გამოუცხადა.