loader

"ოსკარის" ნომინანტობისთვის საქართველოდან შერჩეული ფილმის წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოსკარის" ნომინანტობისთვის საქართველოდან შერჩეული ფილმის წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა

კინოთეატრ "რუსთაველში" "ოსკარის" ნომინანტთა სიისთვის საქართველოდან შერჩეული ფილმის, "გრძელი ნათელი დღეების" წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა. "გრძელი ნათელი დღეები" რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის სადებიუტო ფილმია. მოქმედება 90-იანი წლების თბილისში ხდება. სიუჟეტი ორი მეგობარი გოგონას, 14 წლის ნათიასა და ეკას ირგვლივ ვითარდება. პარალელურად, ფილმში ნაჩვენებია 90-იანი წლების თბილისისთვის დამახასიათებელი სიტუაციები: პურის რიგები, შეიარაღებული მოქალაქეები, ოჯახის შექმნის მიზნით, ქალიშვილის მოტაცება და ა.შ.

ფილმში მთავარ როლებს ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია ასრულებენ. მათთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები მარინა ჯანაშია, ბერტა ხაფავა, ანა ნიჟარაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე.
როგორც ფილმის ჩვენების შემდეგ, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, სცენარის ავტორმა ნანა ექვთიმიშვილმა განაცხადა, იგი თავად იყო ნაწილი იმ დროისა, რა პერიოდშიც ფილმში მოვლენები ვითარდება. მისივე თქმით, ეს არ არის, მხოლოდ მისი ისტორია, რადგან ფაქტები ყველას შეეხო.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად