loader

თინა კანდელაკმა გალაკტიონის "უსიყვარულოდ" ქართულად წაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა კანდელაკმა გალაკტიონის "უსიყვარულოდ" ქართულად წაიკითხა

ვიდეო არქივიდან -2013
თინა კანდელაკმა ტელეკომპანია Пятница-ს მაყურებლისთვის გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "უსიყვარულოდ" ქართულად წაიკითხა.

ტელეწამყვანმა ამის ამსახველი ვიდეო თავისი "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა, სადაც მას არც ისე სასიამოვნო კომენტარები მოჰყვა. უკმაყოფილებას კანდელაკის აქცენტისა და კითხვის სტილის გამო, ძირითადად, ქართველი მომხმარებლები გამოთქვამდნენ. "რუსული აქცენტით კითხულობს, ასე როგორ უნდა დაგავიწყდეს მშობლიური ენა??" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. "გრცხვენოდეს თინა, არ ველოდი შენგან" - უფრო რადიკალურია კიდევ ერთი ქართველი კომენტარებში. "იმდენად სრულყოფილი ხარ სხვა საკითხებში, სჯობდა აქაც გამოგეჩინა პროფესიონალიზმი..." - რჩევას აძლევს ცნობილ ტელეწამყვანს ერთი ქალბატონი.

რაც შეეხება რუსი მომხმარებლების კომენტარებს, ისინი აქებენ კანდელაკს: "ქართული არ მესმის, მაგრამ ეს ენა მღერის", "ამ ლექსში გამოჩნდით, როგორც ნამდვილი ქართველი დედოფალი - მშვენიერი და ძლიერი" - წერენ "ფეისბუქის" რუსი მომხმარებლები.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე