loader

რუსთავის თეატრის დასი საკრებულოს თავმჯდომარეს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის თეატრის დასი საკრებულოს თავმჯდომარეს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს

რუსთავის სახელმწიფო თეატრის დასი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. როგორც პრესკონფერენციაზე რუსთავის სახელმწიფო თეატრის დასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, თვენახევარია, თეატრი პარალიზებულია, ვინაიდან სამხატვრო ხელმძღვანელი ამ დრომდე რუსთავის საკრებულოს არ დაუმტკიცებია.

როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, ის სარეკომენდაციო საბჭომ აირჩია, თუმცა რუსთავის საკრებულო მას აღნიშნულ თანამდებობაზე არ ამტკიცებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში 50-მდე სახელმწიფო თეატრია, თუმცა გამონაკლისის სახით, თბილისში სანდრო ახმეტელის თეატრი და პანტომიმის თეატრი მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ხოლო რუსთავის სახელმწიფო თეატრი - რუსთავის მერიას. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებმა უნდა მიიღონ, თუმცა რუსთავის თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავს.