loader

მადონა რევოლუციას იწყებს - პოპის დედოფლის "საიდუმლო პროექტის" პრემიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მადონა რევოლუციას იწყებს - პოპის დედოფლის "საიდუმლო პროექტის" პრემიერა

ლეგენდარულმა პოპის დედოფალმა მსოფლიოს თავისი ახალი პროექტი წარუდგინა. "მე რევოლუციას ვიწყებ. მომყვები?" - განაცხადა მომღერალმა თავისი "საიდუმლო პროექტის" Secretprojectrevolution-ის პრეზენტაციამდე.

ეს არც ალბომია და არც სინგლი. ახალი პროექტი ფოტოგრაფ სტივენ კლეინის დახმარებით შეიქმნა. 17-წუთიანი შავ-თეთრი ფილმის მთავარი გმირი თავად მომღერალია. ის ვიდეოში პატიმრის და ციხის მცველის როლში გვევლინება. ძალადობა, წამება, ნიჰილიზმი - მადონას ახალი პროექტი ეძღვნება ადამიანებს, რომელთაც დევნიან კანის ფერის, შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის გამო. მადონა ხალხს სიყვარულისკენ მოუწოდებს.