loader

ორსული ივანკა ტრამპი არაჩვეულებრივად გამოიყურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორსული ივანკა ტრამპი არაჩვეულებრივად გამოიყურება

31 წლის ამერიკელი ბიზნესლედი, დონალდ ტრამპის ქალიშვილი და მრავალმილიონიანი იმპერიის მემკვიდრე ივანკა ტრამპი, დედებისა და მომავალი დედებისთვის განკუთვნილი მოდური ჟურნალის, Fit Pregnancy-ს ოქტომბერ-დეკემბრის ყდას დაამშვენებს. ფოტოსესიაში ივანკას რობერტო კავალის კაბა ამშვენებს, რომელიც არაჩვეულებრივად წარმოაჩენს მის მრგვალ ფორმებს.

ივანკა უკვე მეორე ბავშვს ელოდება, პირველი გოგონა მან 2011 წლის 17 ივლისს გააჩინა. ჟურნალთან ინტერვიუში ბიზნესლედიმ ფეხმძიმობის შესახებ ისაუბრა: "მეორე ორსულობა პირველზე უფრო საინტერესოა. როდესაც არაბელზე ვიყავი ფეხმძიმედ, ძალიან ვღელავდი, ყველაფერს ვკითხულობდი, რომ გამეგო, როგორია, იყო კარგი დედა... ახლა ყველაფერი იოლია, არის გამოცდილება და არანაირი მღელვარება".