loader

ფული, სექსი, სტრიპტიზი - რიანას ეროტიკული კლიპი Pour It Up - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფული, სექსი, სტრიპტიზი - რიანას ეროტიკული კლიპი Pour It Up

ბარბადოსელი მომღერალი რიანა არასდროს გამოირჩეოდა მოკრძალებით, თუმცა ახალ კლიპში - Pour It Up - მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კონკურენცია შოუბიზნესში საკმაოდ მძაფრია, ასე რომ, მაილი საირუსის პროვოკაციული ვიდეოკლიპების შემდეგ 25 წლის ლამაზმანმა, როგორც ჩანს, ყურადღების მიპყრობა განიზრახა: ახალი კლიპისთვის რიანამ განსხვავებული იმიჯი აირჩია - ვარსკვლავი თეთრ პარიკში ოქროს ტახტრევანზე ზის და საცვლებში დოლარები აქვს ჩაკუჭული.

სექსი, ფული, სტრიპტიზის ხელოვნება - 3-წუთიანი ვიდეო სავსეა პროვოკაციული მომენტებით. სწორედ ამიტომ, უკვე ვარაუდობენ, რომ რიანას ახალი, სკანდალური კლიპი აიკრძალება.