loader

პრეზიდენტმა მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" ფრანგი რეჟისორი დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" ფრანგი რეჟისორი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" დადგმისთვის ცნობილი ფრანგი რეჟისორი რედა ბენტიფორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ რეჟისორს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მრავალი თვის განმავლობაში ქართულ დასთან ერთად მუშაობდა. ამასთან პრეზიდენტმა, ბენტიფორთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რიყეზე მუსიკალურ თეატრს არა მხოლოდ ვერ დაანგრევენ, არამედ მისი მშენებლობა დასრულდება კიდეც.

ფრანგი რეჟისორის მიერ დადგმული "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერა 2012 წლის აგვისტოში, ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა. დღეს, "თბილისობის" ფარგლებში, მიუზიკლს ევროპის მოედანზე წარმოადგენენ.