loader

სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ალა პუგაჩოვა ტყუპების ბიოლოგიური დედაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეციალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ალა პუგაჩოვა ტყუპების ბიოლოგიური დედაა

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ტყუპების დაბადებამ რუსული შოუბიზნესი ააფეთქა. ფაქტს საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. სპაციალუსტებმა კი ეჭვი შეიტანეს პუგაჩოვას ბიოლოგიურ დედობაში. მათი აზრით, 11 წლის წინ მედიცინა ის არ იყო, რაც ახლაა. არცერთ სპეციალისტს არ შეეძლო პუგაჩოვისთვის გარანტია მიეცა, რომ მისი ბიომასალის შენახვა ეფექტური იქნებოდა. გარდა ამისა, ქალებისთვის, რომლებიც 35 წელს ზემოთ არიან, კვერცხუჯრედის აღება საშიშია. პრიმადონა კი 2002 წელს - მაშინ, როცა მისი კვერცხუჯრედი აიღეს - უკვე 53 წლის იყო.

ექიმების თქმით, ასეთ შემთხვევაში დიდია რისკი, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადება, მაგალითად: შესაძლოა, მას აღმოაჩნდეს დაუნის სინდრომი. ნუთუ პრიმადონა ასეთ რისკზე წავიდოდა?! თუ კვერცხუჯრედები დონორის იყო? მედიკოსები მხოლოდ დნმ-ის ანალიზს ენდობიან. მათი აზრით, ბავშვების ბიოლოგიური მშობლების ვინაობის დადგენის ერთადერთი შანსი დნმ-ის ტესტია.

იხილეთ ასევე: ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ტყუპის მშობლები გახდნენ