loader

ანი ხანჩალიანის შთამბეჭდავი გამოსვლა სომხურ Voice-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანი ხანჩალიანის შთამბეჭდავი გამოსვლა სომხურ Voice-ში

სომხეთში ცოტა ხნის წინ Voice-ის ახალი, მეორე სეზონი დაიწყო. ბრმა ქასთინგზე სომხური წარმოშობის, საქართველოში ცნობილი ახალგაზრდა მომღერალი ანა ხანჩალიანიც გამოჩნდა. ანამ Mariah Carey-ს Without You შთამბეჭდავად შეასრულა და ჟიურის სამი წევრის შემობრუნება მოახერხა. საბოლოო ჯამში მომღერალმა არჩევანი ჰაიკოზე (სომეხი მომღერალი, რომელმაც "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე 2007 წელს საკუთარი ქვეყანა წარადგინა) შეაჩერა.

ანა ხანჩალიანმა საქართველოში პოპულარობა პროექტ "ნიჭიერში" მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. 2011 წელს კი ჯგუფ Candy-ს შემადგენლობაში ყოფნამ მას საქართველოს საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსზე გამარჯვება მოუტანა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე