loader

ორი გოგონას დაპირისპირება რინგზე და "მოპარული" კონკურსანტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი გოგონას დაპირისპირება რინგზე და "მოპარული" კონკურსანტი

ამერიკაში Voice-ის მეხუთე სეზონის ბრმა ქასთინგები დასრულდა და კონკურსანტებმა რინგზე გადაინაცვლეს. 14 ოქტომბერს გასულ ეპიზოდში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დუელი კრისტინა აგილერას გუნდის წევრებს შორის შედგა: რინგზე ერთმანეთს 16 წლის ჯეკი ლი და 24 წლის ბრიანა კუოკო დაუპირისპირდნენ. ბრიანა მსახიობ კელი კუოკოს (The Big Bang Theory) და და მისი პირადი ასისტენტია.

კრისტინამ გოგონებს Animals-ის სიმღერა House of the Rising Sun შეურჩია, რომელსაც ჯეკიმ და ბრიანამ შესანიშნავად გაართვეს თავი. დუეტმა მწვრთნელებისგან ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა. რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა აგილერა, რომელმაც ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ არჩევანი 16 წლის კონკურსანტზე შეაჩერა.

თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა: სი ლო გრინმა და ბლეიკ შელტონმა ბრიანა კუოკოს "მოპარვა" გადაწყვიტეს და წითელ ღილაკს ხელი დააჭირეს. ბრიანამ მწვრთნელად ბლეიკი აირჩია.