loader

რამ აატირა "ვიაგრას" ექსსოლისტი "Хочу в ВИА ГРУ"-ს შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ აატირა "ვიაგრას" ექსსოლისტი "Хочу в ВИА ГРУ"-ს შოუში

კონსტანტინ მელაძის გრანდიოზული პროექტი "Хочу в ВИА ГРУ" დასასრულს უახლოვდება. 18 ოქტომბერს დასკვნითი შოუ გაიმართა, სადაც მელაძეს უნდა გადაეწყვიტა, გოგონათა რომელი გუნდი გახდებოდა ახალი "ვიაგრა". სანამ პროდიუსერი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, გოგონები რამდენჯერმე გამოვიდნენ სცენაზე სხვადასხვა ნომრით. თითოეული გამოსვლის შემდეგ მელაძე თითო გუნდით ამცირებდა პროექტის მონაწილეებს.

ასე გაგრძელდა იქამდე, სანამ ბოლოს ორი გუნდი არ დარჩა - ნადეჟდა გრანოვსკაია-მეიხერის გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან მიშა რომანოვა, ერიკა გერცეგი და ანასტასია კოჟევნიკოვა; და ალიონა ვენიცკაია/ანა სედაკოვას გუნდი - დიანა ივანიცკაია, მარია გონჩარუკი, იულია ლაუტა.

გადამწყვეტი ბოლო გამოსვლა იყო, სადაც გოგონებს კონსტანტინ მელაძის აკომპანიმენტით მოუხდათ სიმღერების შესრულება. ნადეჟდა მეიხერის გუნდს მელაძემ თავისივე სიმღერა Опять Метель შეურჩია. გოგონებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს, თუმცა მელაძემ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო და საზოგადოებას მიანდო "ვიაგრას" ახალი შემადგენლობის შერჩევა. საბოლოო შედეგი გალა-კონცერტზე გახდება ცნობილი.