loader

სამი უკრაინელი ლამაზმანი ახალი "ვიაგრას" წოდებისთვის იბრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი უკრაინელი ლამაზმანი ახალი "ვიაგრას" წოდებისთვის იბრძვის

18 ოქტომბერს, შოუ "Хочу в ВИА ГРУ"-ს დასკვნით შოუში, კონსტანტინ მელაძეს უნდა გადაეწყვიტა ცნობილი ჯგუფის, "ვიაგრას" ახალი შემადგენლობა. მას არჩევანი ორ გუნდს შორის უნდა გაეკეთებინა, რომლის ხელმძღვანელები ნადეჟდა მეიხერი და ალიონა ვინეცკაია/ანა სედაკოვა იყვნენ. სცენაზე გასვლამდე ალიონა ვინეცკაიას გუნდის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა და გოგონებს დუეტში მოუხდათ გამოსვლა. რადგან ფორმატის მიხედვით "ვიაგრას" შემადგენლობაში სამი წევრი უნდა იყოს, ანა სედაკოვას გუნდიდან უკვე გაგდებული ერთი გოგონა შოუში დააბრუნეს და ამგვარად ახალი გუნდი ჩამოყალიბდა სამი უკრაინელის სახით - დიანა ივანიცკაია, მარია გონჩარუკი, იულია ლაუტა.

ბოლო სიმღერა გოგონებმა კონსტანტინ მელაძის აკომპანიმენტით შეასრულეს. კომპოზიტორმა მათ სიმღერა Не оставляй меня любимый შეურჩია. დიანამ, მარიამ და იულიამ დავალებას კარგად გაართვეს თავი. კონსტანტინ მელაძე რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა და გოგონათა ორი გუნდიდან საუკეთესოს ამორჩევა ხალხს მიანდო. თუ რომელი გუნდი გახდება ახალი "ვიაგრა", ეს გალა-კონცერტზე გაირკვევა.

ასევე იხილეთ: რამ აატირა "ვიაგრას" ექსსოლისტი "Хочу в ВИА ГРУ"-ს შოუში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე