loader

მედეა ჯაფარიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ეროვნულ არქივში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედეა ჯაფარიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ეროვნულ არქივში

ცნობილი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის დაბადებიდან წელს 90 წელი სრულდება. დღეს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მსახიობის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენება და გამოფენა გაიმართა. კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იყო მედეა ჯაფარიძის როლები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან, ასევე, ფრაგმენტები მსახიობის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოდან.

მედეა ჯაფარიძე ბრწყინვალედ ქმნიდა სახასიათო, კომედიურ, ლირიკულ და დრამატულ როლებს. სამსახიობო ოსტატობის გარდა, იგი იშვიათი გარეგნობით, შინაგანი მომხიბვლელობით და უშუალობით გამოირჩეოდა. ეროვნულ არქივში გამართულ ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები და მისი კოლეგები ესწრებოდნენ.

მედეა ჯაფარიძე 1923 წლის 20 თებერვალს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1942 წლიდან იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა. მსახიობმა დასამახსოვრებელი სახეები შექნა ფილმებში "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე", "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი", "მზე შემოდგომისა". მედეა ჯაფარიძეს 1988 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მსახიობი 1994 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.