loader

"ჩემი გული მას ეკუთვნის" - Voice-ის მწვრთნელების საოცარი ჟესტი ეთერ ბერიაშვილისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი გული მას ეკუთვნის" - Voice-ის მწვრთნელების საოცარი ჟესტი ეთერ ბერიაშვილისადმი

15 ნოემბერს რუსული Voice-ის პირველი ნოკაუტ-რაუნდი გაიმართა. რინგზე გამოსული კონკურსანტები მწვრთნელებმა სამ-სამ ჯგუფად დაყვეს. პირველები სცენაზე ლეონიდ აგუტინის გუნდის წევრები: პიოტორ ელფიმოვი, გიორგი მელიქიშვილი და ეთერ ბერიაშვილი გამოვიდნენ. პიოტორმა სიმღერა "Романс" შეასრულა, გიორგიმ ესპანური სიმღერა "Mañana de Carnaval", ხოლო ეთერმა რუსული სიმღერა "Карточный домик".

ეთერ ბერიაშვილს გამოსვლისას ორჯერ დაავიწყდა სიმღერის ტექსტი. მომღერალს აღელვება დაეტყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალები მოიკრიბა და შეძლო სიმღერის გაგრძელება. მას ამაში მწვრთნელებიც დაეხმარნენ, რომლებიც ეთერის ფეხზე წამოუდგნენ და მთელი სიმღერის განმავლობაში ტაშით ამხნევებდნენ.

კონკურსის წესების მიხედვით ლეონიდ აგუტინს ორი მომღერალი უნდა გადაეყვანა შემდეგ ტურში. მან საბოლოო არჩევანი პიოტორზე და ეთერიზე გააკეთა.


ასევე იხილეთ:

ეთერ ბერიაშვილი - "საქართველოს დესპანი" რუსულ "ვოისში"

ეთერ ბერიაშვილის "გემრიელი" შესრულება რუსული Voice-ის რინგზე

აგუტინმა არჩევანი ორ ქართველს შორის გააკეთა - გიორგი მელიქიშვილი Voice-ს გამოეთიშა

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე