loader

უმა თურმანმა სექსუალური გეიშას ამპლუა მოირგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმა თურმანმა სექსუალური გეიშას ამპლუა მოირგო

მსახიობი უმა თურმანი სასმელების მწარმოებელი ცნობილი იტალიური ბრენდის "სახე" გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბრენდის 2014 წლის კალენდრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოგრაფისთვის თურმანი ალისფერი კაბებით პოზირებდა. ახლახან ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მსახიობი წითელი სექსუალური კაბით მივიდა.

კალენდრის თემაა მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალები. პროექტის ფოტოგრაფი სამხრეთაფრიკელი კოტო ბოლოფია. კალენდრის თითოეული გვერდი კონკრეტულ ქვეყანასა და მის დღესასწაულებს ეძღვნება.

ერთ-ერთ ფოტოსესიაში მსახიობმა სექსუალური გეიშას როლი მოირგო. მან ასევე მომხიბვლელი პარიზელი ქალბატონი და სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე განასახიერა.

"გახდე მსოფლიოში ასეთი ცნობილი პროექტის ნაწილი, დიდი სიამოვნებაა. განსაკუთრებით, 2013 წლის კალენდრის თემა აღმაფრთოვანებს, რომლის წყალობით შემიძლია, ჩემი აღმოჩენებით, ვნებითა და სტილით სავსე მოგზაურობა ყველას გავუზიარო", - აღნიშნავს მსახიობი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე