loader

ანჯელინა ჯოლიმ "საპატიო ოსკარი" მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლიმ "საპატიო ოსკარი" მიიღო

ანჯელინა ჯოლის ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის "საპატიო ოსკარი" გადასცეს. ჰოლივუდში კინოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების, "საპატიო ოსკარების" გადაცემის ცერემონია გაიმართა. ჯილდოები კომედიურ მსახიობს კრის მარტინს და ანჯელა ლენსბერის გასართობი კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

მესამე "ოსკარი" დაუსწრებლად გადასცეს კოსტიუმების მხატვარ პიერ ტოზის. მეოთხე ჯილდო კი ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩს, მსახიობ ანჯელინა ჯოლის გადაეცა. ჯოლი პარტნიორთან, ბრედ პიტთან და ექვსიდან ერთ-ერთ შვილთან, მედოქსთან ერთად მივიდა ცერემონიაზე.

ჯოლი ჯერ მხოლოდ 38 წლისაა, მაგრამ გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით უკვე მოასწრო ათეულობით ქვეყანაში ჩასვლა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ფულის შეგროვება. ის ჯინ ჰერშოლტის სახელობის ამ პრესტიჟული ჯილდოს - "საპატიო ოსკარის" ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია.