loader

"გინდა რომ მატკინო?" - "გლუკოზამ" ახალ კლიპში მეგობრები გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გინდა რომ მატკინო?" - "გლუკოზამ" ახალ კლიპში მეგობრები გადაიღო

Глюк’oZa-მ მეგობრებისთვის წვეულება მოაწყო და ისინი ახალ კლიპში გადაიღო. ახალგაზრდებს ეგონათ, რომ ისინი ჩვეულებრივ წვეულებაზე იყვნენ დაპატჟებული და როდესაც დანიშნულ დროს მასთან მივიდნენ, გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდნენ. კლიპის გადაღებები ლამის ჩაიშალა, ვინაიდან სტუმრად მისულებთა უმეტესობა მზად არ იყო კამერასთნ სამუშაოდ. "გაგეფრთხილებინეთ მაინც, რომ ჩვენ ასეთი მისია გვქონდა, ცოტა გამოვეწყობოდით", - განუცხადა მომღერალს ერთ-ერთმა მეგობარმა.

მაგრამ ზუსტად ეს ქონდათ ჩაფიქრებული გლუკოზას და კლიპის რეჟისორს მაქს ფადეევს: მათ სურდათ, ეჩვენებინათ ნამდვილი ემოცია და ცოცხალი ურთიერთობები. "კლიპს ზუსტად ისეთს ვხედავდი, როგორიც გამოვიდა. სიმღერიდან გამომდინარე არ გვინდოდა კლიპში მონაწილეობა პროფესიონალ მსახიობებს მიეღოთ, რომელთა ემოცია დადგმული იქნებოდა. ჩვენ ვმღეროდით, ვსვამდით, ფოტოებს ვიღებდით, ვიცინოდით და ვცეკვავდით", - განაცხადა ”გლუკოზამ”.

სიმღერას, რომელიც რეჟისორმა მაქს ფადეევმა გადაიღო, "Хочешь сделать мне больно?" (”გინდა რომ მატკინო?”) ეწოდება და ის მომღერლის ახალ ალბომშია შესული.