loader

ადამ ლავინი 2013 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადამ ლავინი 2013 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცია

ჟურნალმა People-მა წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლავინი დაასახელა. 34 წლის მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თავის არაჩვეულებრივ სხეულს იოგას უნდა უმადლოდეს. ასევე, ლავინი ამბობს, რომ უყვარს სახლში შიშველი სიარული და ტირის გულისამაჩუყებელ ფილმებზე.

ადამმა მისი და Victoria's Secret-ის მოდელის, ბეჰატი პრინსლოუს სამომავლო ქორწინების შესახებაც ისაუბრა. "დიდი ხანი მიმაჩნდა, რომ ქორწინება საჩემო არ იყო, მაგრამ ყველაფერი მარტივია. ცხადია, რომ ჩემი დროც მოვიდა", - ამბობს ადამი.

შეგახსენებთ, გასულ წელს ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტული ჩენინგ ტატუმს ერგო. 2011 წელს სექსუალურ მამაკაცად ბრედლი კუპერი, ხოლო 2010 წელს - რაიან რეინოლდსი დასახელდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე