loader

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს კუნძული აჩუქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს კუნძული აჩუქა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი 8 დეკემბერს 50 წლის ხდება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ანჯელინა ჯოლიმ ქმარს შთამბეჭდავი საჩუქარი შეურჩია - ვარსკვლავმა პიტს გულის ფორმის კუნძული აჩუქა, რომლის ღირებულება 20 მილიონი დოლარია.

ნიუ-იორკთან ახლოს, ტბაში მდებარე პატარა კუნძულ პეტრაზე ხითა და ქვით ნაშენი სახლი დგას, რომელიც ბრედ პიტის საყვარელი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ ვრაითის დიზაინითაა აგებული. როგორც ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს, კუნძულზე მდებარე სახლი ძალიან კომფორტულია. ეს კუნძული განკუთვნილია როგორც ოჯახისთვის, ასევე რომანტიკული ვახშმებისთვის.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ბრანჯელინას ახალი ნავსაყუდელი. მეგზურობას მდიდრული სახლის ყოფილი მფლობელი ჯო მასარო გაგიწევთ.