loader

"დივამ" 5 წლის იუბილე პიკანტური შოუთი აღნიშნა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დივამ" 5 წლის იუბილე პიკანტური შოუთი აღნიშნა (+18)

კლუბმა "დივამ" დაარსებიდან 5 წლის იუბილე ახალ ინტერიერში, განახლებული შოუ პროგრამით აღნიშნა. შოუს "წითელი ვაშლი" უწოდეს. მოწვეულ სტუმართა შორის ცნობილი სახეებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, კადრში გამოჩენა გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვეს. "დივას" მფლობელის, პატრიცია დელონის განცხადებით, სტრიპტიზ შოუ თბილისელებში თანდათან პოპულარული ხდება. ცეკვების სანახავად ჩვენს დედაქალაქში უცხოელებიც კი ჩამოდიან.

სტუმრების განსაკუთრებული სიმპათია ძელზე ბალერინას ცეკვამ, ტანგომ, უკრაინულმა და კანკანმა დაიმსახურა. მოწვეულ სტუმართა შორის იყო მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, რომლისთვისაც სტრიპტიზი უფრო ხელოვნებაა, ვიდრე ვულგარული ცეკვა.

შოუ პროგრამის ბოლოს საიუბილეო ტორტიც გაიჭრა. ტორტზე დადებული წითელი ვაშლი სტუმრებმა და მასპინძლებმა თანაბრად გაინაწილეს.