loader

ქართული ბომონდი ჟურნალ "ბომონდის" და "ართთაიმის" საქველმოქმედო საღამოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული ბომონდი ჟურნალ "ბომონდის" და "ართთაიმის" საქველმოქმედო საღამოზე

ყოველთვიურმა მაღალპოლიგრაფიულმა ჟურნალმა "ბომონდმა", რომელიც მოდასა და უბრალოდ, გემოვნებიან ადამიანებზე წერს, კომპანია "ართთაიმის" 10 წლის იუბილეს უმასპინძლა. "ბომონდისა" და "ართთაიმის" ერთობლივ სადღესასწაულო საღამოზე ბევრი ცნობილი სახე შეიკრიბა.

საღამოზე სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქველმოქმედები გამხდარიყვნენ. ფონდ "იავნანას" მეშვეობით, შეკრებილი საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "იას" დაეხმარა. აუქციონზე კომპანია "ართთაიმის" ათი ლოტი იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ბრენდის ძვირფასი ნივთების გაყიდვით შემოსული სოლიდური თანხა მთლიანად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა.

მოგვიანებით, "ბომონდისა" და "ართთაიმის" სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა. ერთობლივი სადღესასწაულო-საქველმოქმედო საღამო "ქორთიარდ მარიოტში" გვიანობამდე გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად