loader

"პალიტრა ტვ"-ის ექსკლუზივი: ვენსან კასელის გასაიდუმლოებული ვიზიტი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა ტვ"-ის ექსკლუზივი: ვენსან კასელის გასაიდუმლოებული ვიზიტი თბილისში

"შავი გედის'', ''ოუშენის თორმეტი მეგობრისა'' და უამრავი ცნობილი ფილმის ფრანგი ვარსკვლავი ვენსან კასელი თბილისშია. მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი საქართველოს დედაქალაქში ავსტრალიელი რეჟისორის ფილმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ფრანგი კინოვარსკვლავის ორდღიანი ვიზიტი, რომელიც ძალიან გასაიდუმლოებული იყო, დღეს დასრულდა.

"პალიტრა ტვ"-მ ექსკლუზიურად გადაიღო თბილისში მყოფი ვარსკვლავი და ფილმის გადასაღები მოედანი, რომელიც ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე იყო მოწყობილი. ვენსან კასელი ავსტრალიელი რეჟისორის, არიელ კლაიმანის ფილმ ''პარტიზანში'' მთავარ როლს ასრულებს.

ფრანგი ვარსკვლავის გმირი გრეგორია, შარმიანი და მისტიკური პერსონა, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კომუნაში გაერთიანებას სთავაზობს, სადაც ისინი მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს.

ავტორები: ელენე ცინცაძე, გიორგი შეყილაძე

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე