loader

"ფრანის" და "სუხიეს" ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფრანის" და "სუხიეს" ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი თბილისში

თბილისის "ივენთ ჰოლმა" 6 დეკემბერს საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლა. პოპულარული მოსკოვური ბენდის "სუხიეს" და ქართული ჯგუფის "ფრანის" ერთობლივი კონცერტი კომპანიების "ბრავო რექორდსის" და "სოკარის" მხარდაჭერით გაიმართა.

მუსიკალურმა ჯგუფებმა ქართველი მსმენელისთვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიციები შეასრულეს. კონცერტის ბოლოს კი "ფრანმა" და "სუხიემ" ერთობლივად იმღერეს რამდენიმე კომპოზიცია. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ცენტრის "პირველი ნაბიჯი საქართველოს" დასახმარებლად გადაირიცხება.

ჯგუფი "სუხიე" ხუთი მუსიკოსისაგან შედგება 2010 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები არიან საკუთარი მუსიკისა და ტექსტის ავტორები. მათი პირველი ალბომი, სახელწოდებით "სუხიე" 2012 წელს გამოიცა. ჯგუფის სიმღერები დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს, როგორც რუსეთში, ასევე ქვეყნის გარეთაც.