loader

ემინემი და რიანა ახალ კლიპში The Monster - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემინემი და რიანა ახალ კლიპში The Monster

The Monster - ასე ეწოდება ემინემის და რიანას მეორე ერთობლივ ნამუშევარს, რომელზეც 16 დეკემბერს კლიპი გამოვიდა. კლიპის რეჟისორი რიჩი ლია.

ვიდეოს დასაწყისში პოპ-ვარსკვლავი და ცნობილი რეპერი ჩაბნელებულ ოთახში სხედან. 41 წლის ემინემი თავისი წარსული დიდების კადრებს ეკრანზე უყურებს. კადრში იმ წლების ამსახველი ეპიზოდები ჩანს, როცა ემინემი პოპულარობის მწვერვალზე იყო. 25 წლის რიანა კი რეპერის ფსიქოლოგის როლს ითავსებს.

კლიპის ბოლოს ემინემი სიმბოლურად ემშვიდობება მონსტრად ქცეულ, წამალდამოკიდებულ საკუთარ თავს წარსულიდან და ახალ გზას ირჩევს.


ასევე იხილეთ:

ემინემი - "რეპის ღმერთი"

"ნარკოტიკმა ლამის მომკლა" - ემინემი დოკუმენტურ ფილმში

ფული, სექსი, სტრიპტიზი - რიანას ეროტიკული კლიპი Pour It Up