loader

ჯასტინ ბიბერი აღარასდროს იმღერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერი აღარასდროს იმღერებს

თინეიჯერების კერპმა ჯასტინ ბიბერმა მილიონობით ახალგაზრდას დასწყვიტა გული, თუმცა, ალბათ, ბევრიც გაახარა - ის სცენიდან მიდის და აღარასდროს იმღერებს.

19 წლის ვარსკვლავმა რადიო Power 106-ში სტუმრობისას ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ახალი ალბომის, "დღიურების" გამოსვლის შემდეგ მუსიკალურ ინდუსტრიას დატოვებს. ჯასტინი ამბობს, რომ დროა, გაიზარდოს და საკუთარი ძალები სამსახიობო კარიერაში მოსინჯოს. პოპ-კუმირის გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო. თინეიჯერების კერპმა სიმღერის წყალობით ამერიკული Forbes-ის 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების სიაში, 58 მლნ დოლარით, საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა.

თუმცა, როგორც რადიო-შოუს შემდეგ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს ბიბერის პრესსპიკერმა განუცხადა, მომღერალმა, უბრალოდ, გაიხუმრა: "რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯასტინი სიმღერას გააგრძელებს" - აღნიშნა მან.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე