loader

უხუცესი სუპერმოდელი ცნობილი ჟურნალებისთვის 83 წლის ასაკშიც პოზირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უხუცესი სუპერმოდელი ცნობილი ჟურნალებისთვის 83 წლის ასაკშიც პოზირებს

83 წლის დაფნა სელფი მსოფლიოში ყველაზე მოხუცი სუპერმოდელია, რომელიც აქტიურ სამოდელო კარიერაშია ჩართული.

დაფნა ადასტურებს, რომ ამ ასაკშიც კი ცხოვრება ისეთივე აქტიური ტემპით მიდის, როგორც ახალგაზრდობაში. მას ხშირად იღებენ სხვადასხვა პრესტიჟული ჟურნალის გარეკანისთვის, მათ შორის, "ვოგისთვის". ამასთან, ბევრჯერ გასულა პარიზის მოდის კვირეულებზე. ჟურნალისტებთან საუბარში დაფნა ამბობს, რომ მისი წარმატებისა და დახვეწილი გარეგნობის საიდუმლო გრძელი თმა, ბოტოქსზე უარის თქმა და ხარისხიანი სახის კანის კრემია. სუპერმოდელს 3 შვილი: 57 წლის მარკი, 53 წლის კლერი და 51 წლის როუზი ჰყავს.

"ვფიქრობ, გარეგნობა გენეტიკურია. დედა 95 წლამდე ცოცხლობდა. 40 წლის ასაკში გავჭაღარავდი, მაგრამ მას შემდეგ აღარ შემიღებავს. ჩემი თმა გრძელია, რადგანაც ასე მისი მოვლა უფრო იაფი მიჯდება და თანაც, სიბერის ნიშნების დამალვას მიადვილებს. ძალიან დაბალი ვიყავი, 170 სანტიმეტრი. 50-იან წლებში ქალური ფორმები ძვირად ფასობდა, ამიტომ გოგონები შიშის გარეშე მივირთმევდით გემრიელ სადილს. დღევანდელი ახალგაზრდა მოდელები მეცოდებიან, რადგანაც მხოლოდ იმისთვის, რომ საცურაო კოსტიუმი ჩაიცვან, მთელი დღე შიმშილობენ", - ამბობს დაფნა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე