loader

ნინი ბადურაშვილი "სოჰო ლაუნჯში" ამღერდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინი ბადურაშვილი "სოჰო ლაუნჯში" ამღერდა

ხმაურიანი განქორწინებისა და მშობიარობის შემდეგ ნინი ბადურაშვილი ფართო აუდიტორიის წინაშე, შეიძლება ითქვას, პირველად ამღერდა. "პალიტრა ტვ"-მ ექსკლუზიურად მოიპოვა მასალა, სადაც ცნობილი ქართველი მომღერალი და შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე ბარ "სოჰო ლაუნჯში" ცნობილ ჰიტებს ასრულებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნინის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ბარი "სოჰო ლაუნჯი" ყოველ პარასკევს მასპინძლობს. აქ იკრიბება საზოგადობის ის ნაწილი, ვისაც ნინის სიმღერები მოენატრა. კლუბში ნინისთან ერთად მისი მეგობრები - ქართული შოუბიზნესის ასევე ცნობილი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

სპეციალურად საიტისთვის: ნათია გედენიძე