loader

ბიონსეს საშობაო სიურპრიზი - პოპ-დივამ ფანების საჩუქრების ფული გადაიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიონსეს საშობაო სიურპრიზი - პოპ-დივამ ფანების საჩუქრების ფული გადაიხადა

მაღაზიათა ქსელ "ვოლმარტის" მომხმარებლებს ბიონსემ საშობაო სიურპრიზი მოუწყო - მაღაზიის თითოეულ კლიენტს 50-დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადასცა.

32 წლის პოპ-დივა მასაჩუსეტსის შტატში ერთ-ერთ მაღაზიაში თავისი ქალიშვილისთვის თოჯინის საყიდლად მივიდა. აქვე მომღერალი თავისი ახლად გამოსული ალბომის სტენდსაც წააწყდა, რამაც ძალიან გაახარა. ბიონსეს გულშემატკივრები შემოეხვივნენ და დღესასწაული მიულოცეს. სალაროსთან მისულმა მომღერალმა კი სპეციალური განცხადება გააკეთა: "მოგესალმებით, "ვოლმარტის" მყიდველებო. მე ბიონსე ვარ. თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს. ყველას, ვინც ახლა აქ იმყოფებით, თქვენი საყიდლების 50 დოლარს მე ვიხდი. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ" - დაასრულა ბიონსემ გამოსვლა შეკრებილების ხმაურიანი ოვაციების ფონზე. ეს გულუხვობა პოპ-დივას 37 ათასი დოლარი დაუჯდა.