loader

საახალწლო ზღაპარ "ყინულის დედოფლის" პრემიერა სპორტის სასახლეში დღეს იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საახალწლო ზღაპარ "ყინულის დედოფლის" პრემიერა სპორტის სასახლეში დღეს იმართება

საახალწლო ზღაპარ "ყინულის დედოფლის" პრემიერა სპორტის სასახლეში 27 დეკემბერს გაიმართება. საახალწლო წარმოდგენას მაყურებელი აქამდე უჩვეულო ფორმატში ნახავს. სპორტის სასახლეში მისულ მაყურებელს საახალწლო ზღაპრის ნახვა 3D ფორმატში მოუწევს, რაც საქართველოში პირველად დაიდგა და მსოფლიოში მსგავსი შოუს სულ სამი პრეცედენტი არსებობს.

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ გენერალურ რეპეტიციას დასწრებოდნენ. სპექტაკლისთვის სპორტის სასახლეში სპეციალური ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების და 3D ეფექტის გამოყენებით საოცარი შოუ გამართულიყო. როგორც შემოქმედებითი ჯგუფის წევრები აცხადებენ, მსგავსი მასშტაბის დეკორაცია ქართულ სცენოგრაფიას ჯერ არ ახსოვს. კერძოდ, სპექტაკლისთვის 735 კვადრატული მეტრი ეკრანი და უზარმაზარი დეკორაციები დამზადდა, რაც მაყურებელს ილუზიას უქმნის, თითქოს თავად არიან სპორტის სასახლის სცენაზე დადგმული ეფექტების მონაწილენი.

კომპანია PIKART-ის სამხატვრო ხელმძღვანელის ბესო ჩანტლაძისა და დამდგმელი რეჟისორის ზაალ ჩიქობავას მიერ დადგმული "ყინულის დედოფალის" ორიგინალურ ვერსიაში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის შინაარსი შენარჩუნებულია, თუმცა, კომპიუტერული და სპეცეფექტების საშუალებით სანახაობა ულამაზესი და ემოციური გამოვიდა.

ყინულის დედოფლის როლს სპორტსმენი და ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე ნინო ნებიერიძე ასრულებს; გერდას ანა წერეთელი ითამაშებს; კაის როლი ირაკლი ძნელაძეს ერგო. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: გიორგი ვარდოსანიძე, პაატა გულიაშვილი, ნინო თარხან-მოურავვი, მანანა აბრამიშვილი, სამორი ბალდე, დავით ბეშიტაიშვილი და შოუ-ბალეტი "ვერნისაჟი".