loader

ხატია სიჭინავას პირველი დეფილე "ნაით ოფისში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია სიჭინავას პირველი დეფილე "ნაით ოფისში"

ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ საკუთარი ძალები Body Art-ისა და სილამაზის სფეროში მოსინჯა: გახსნა სილამაზის სალონი, სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელებს სახეები მოუხატა, ორიგინალური ვარცხნილობები გაუკეთა, დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის საკარნავალო კოსტიუმები მოარგო და კლუბ "ნაით ოფისში" პირველი დეფილე გამართა.

ღონისძიება თავად დეფილეს ორგანიზატორს, "New York Fashion TV"-ს წარმომადგენელს ევროპში, აზიასა და ამიეკრავკასიაში დიმიტრი ჩხეიძეს მიჰყავდა. ვინაიდან წვეულებას რუსეთიდან, თურქეთიდან და სხვა უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ, დიმიტრი ჩხეიძეს ქართულად, ინგლისურად, რუსულად და თურქულად მოუხდა პუბლიკის წინაშე გამოსვლა.

დეფილეს შემდეგ ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართა, რომელიც მსოფლიოში ცნობილ დიჯეი მაშის კლუბურმა მუსიკამ დახურა.