loader

ფრანგული Voice დაიწყო - Bohemian Rhapsody მწვრთნელების შესრულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანგული Voice დაიწყო - Bohemian Rhapsody მწვრთნელების შესრულებით

11 იანვარს ფრანგული Voice-ის ახალი, მესამე სეზონის პრემიერა შედგა. წელს ცვლილებაა მწვრთნელების შემადგენლობაში - მომღერალი ლუი ბერტინია ბრიტანელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა მიკამ შეცვალა. რაც შეეხებათ წინა სეზონის მწვრთნელებს, შოუში კვლავ რჩებიან: მსახიობი და მუსიკოსი ფლორან პანი, მომღერალი ჯენიფერი, რომელიც ფრანგული "ვარსკვლავების აკადემიის" გამარჯვებულია და ასევე, მომღერალი გარუ.

პირველ შოუზე სცენა, ტრადიციულად, მწვრთნელებმა დაიკავეს. მათ ცნობილი როკ-ჯგუფის, Queen-ის კომპოზიცია Bohemian Rhapsody შეასრულეს.