loader

19 წლის მომღერალმა American Idol-ზე სიმღერა ჟიურის წევრთან ჩახუტებულმა იმღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 წლის მომღერალმა American Idol-ზე სიმღერა ჟიურის წევრთან ჩახუტებულმა იმღერა

15 იანვარს ამერიკაში American Idol-ის ახალი, 13-ე სეზონის პრემიერა შედგა. შოუს წლევანდელი ჟიური შემდეგნაირად გამოიყურება: კიტ უბრანი, ჯენიფერ ლოპესი და ჰარი კონიკ ჯუნიორი. პირველ ეპიზოდში ბევრი ნიჭიერი კონკურსანტი გამოჩნდა, თუმცა, ყველაზე მეტი მხიარულება 19 წლის მუნფარიდ ზაიდის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც აღიარა, რომ ჰარის ფანი იყო. ამის გაგონება მომღერალს ეამა და მუნფარიდს ჩაეხუტა, თან დაპირდა, რომ თუ ის კარგად იმღერებდა, მაშინ ხელში აიყვანდა ისე, როგორც პატარები აჰყავთ და კიდევ ერთხელ ამღერებდა. 19 წლის მომღერალმა ჰარის იმედები არ გაუცრუა და სიმღერა კარგად შეასრულა. თავის მხრივ კონიკ ჯუნიორმა პირობა შეასრულა და მუნფარიდი ხელში აიყვანა.