loader

"გრემის" ცერემონიაზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი პირდაპირ ეთერში დააქორწინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრემის" ცერემონიაზე 33 გეი და ჰეტერო წყვილი პირდაპირ ეთერში დააქორწინეს

26 იანვარს "გრემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სცენაზე უამრავი ვარსკვლავი გამოვიდა. ყველაზე ემოციური ნომერი კი მადონას და Macklemore & Ryan Lewis-ის დუეტს ჰქონდა. თავდაპირველად Macklemore-მა და Ryan Lewis-მა თავიანთი ცნობილი ჰიტი Same Love შეასრულეს, რომელიც ერთსქესიან წყვილებს ეძღვნება. შუა სიმღერისას სცენაზე მომღერალი და მსახიობი Queen Latifah გამოვიდა და საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ სიყვარული და ჰარმონია ყველა ბავშვში, ყველა ფერში. აქ მყოფ ხალხს რომ ვუყურებ, მიხარია, რომ ვხედავ 33 წყვილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, აერჩიათ ეს მომენტი და ეზეიმათ თავიანთი ფიცის დადება აქ, ლოს-ანჯელესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვთხოვო მათ, გაცვალონ ბეჭდები. ახლა კი ყველას გაცხადებთ დაქორწინებულ წყვილებად".

ამ სიტყვების შემდეგ სცენაზე მადონა გამოვიდა და სიმღერის შესრულება ყველამ ერთად განაგრძო. კომპოზიციის დასრულების შემდეგ ბევრმა ვარსკვლავმა ემოცია ვერ შეიკავა და აცრემლდა.