loader

გელა გურალია რუსულ გადაცემაში ტრაგიკულად დაღუპული მამის გახსენებამ აატირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გელა გურალია რუსულ გადაცემაში ტრაგიკულად დაღუპული მამის გახსენებამ აატირა

ქართველი მომღერალი გელა გურალია რუსეთის "პირველ არხზე", გადაცემაში Наедине со всеми მიიწვიეს, სადაც მან წამყვანთან, იულია მენშოვასთან პირად საკითხებზე, მათ შორის, 1999 წელს ტრაგიკულად დაღუპულ მამაზე ისაუბრა.

წამყვანმა ასე წარუდგინა გადაცემის მაყურებლებს გელა გურალია: "პროექტ Голос-ის ყველაზე იდუმალი მონაწილე. მისი უნიკალური ხმა დარბაზს და ჟიურის წევრებს ცრემლებს ჰგვრიდა. ის 10 წელი ცდილობდა მოსკოვის დაპყრობას, მღეროდა რესტორნებში, მაგრამ როგორც კი იმედგაცრუებული სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა, მას ბედმა გაუღიმა. ის ვერ გახდა პროექტის გამარჯვებული, თუმცა ბევრი ადამიანის გული დაიპყრო".

იხილეთ: 

რა აჩუქა პატრიარქმა გელა გურალიას - მომღერლის ვიზიტი თბილისში

"მე შენ არასოდეს დაგივიწყებ" - გელა გურალია რუსული სიმღერით Voice-ის ფინალში

ქართველი კონკურსანტის მაგიურმა შესრულებამ რუსული Voice-ის ჟიური გააოგნა