loader

ჰქონდათ თუ არა ბილ კლინტონსა და ელიზაბეტ ჰარლის რომანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰქონდათ თუ არა ბილ კლინტონსა და ელიზაბეტ ჰარლის რომანი?

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. საქმე ექს პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მსახიობ ელიზაბეტ ჰარლის ეხება. ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ჰარლის ახლო მეგობარი, მსახიობი ტომ საიზმური ("რიგითი რაიანის გადასარჩენად"), ჰყვება ისტორიას ყოფილი პრეზიდენტისა და მსახიობ ელიზაბეტ ჰარლის რომანის შესახებ, რომელიც 1998 წელს დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ კლინტონმა თავად არ შეწყვიტა ურთიერთობა.

ბრიტანელი მსახიობმა ელიზაბეტ ჰარლიმ ბრალდებებს "ტვიტერზე" უპასუხა. მისი თქმით, ეს ყველაფერი სულელური ტყუილია და ამის გამო იგი გამოცემას და საიზმურს სასამართლოში უჩივლებს.

თავად საიზმურმა უკვე უარყო საკუთარი სიტყვები და განაცხადა, რომ უბრალოდ, იცრუა ნარკოტიკული თრობის დროს.