loader

"ვეფხის ტყავოსანი" გია სურამელაშვილი "პროფილში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვეფხის ტყავოსანი" გია სურამელაშვილი "პროფილში"

გია სურამელაშვილმა 45 წლის იუბილე და სასცენო მოღვაწეობის 25 წელი მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. იუბილე ქალაქური სიმღერების შემსრულებელს ბევრმა ცნობილმა სახემ მიულოცა, მათ შორის - ია ფარულავამ, ოთარ ტატიშვილმა, ნანა ნებიერიძემ. საღამოს ბოლოს "ორგზის"იუბილარმა გრანდიოზული საიუბილეო ტორტიც გაჭრა.

"შენ ხარ ლეგენდა, შენ შექმენი საოცარი პრეცედენტი. ძალიან მაგარი ადამიანი და დახვეწილი პიროვნება ხარ. გაგიმარჯოს!" - ასე მიულოცა მომღერალს იუბილე მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ.

გადაცემა "პროფილის" სტუდიაში გია სურამელაშვილი რძალთან და პატარა შვილიშვილთან ერთად მივიდა. სოფო კალანდაძის თქმით, მამამთილის თაყვანისმცემელი მეუღლის გაცნობამდე იყო და მის კონცერტებზეც ხშირად დადიოდა.