loader

ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმიდან აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმიდან აიღეს

მადამ ტუსოს ცნობილი მუზეუმის ნიუ-იორკის ფილიალიდან მომღერალ ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა აიღეს.

გალერეის თანამშრომლებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ რამდენიმე წლის მანძილზე დამთვალიერებელთა გადამეტებული ყურადღების გამო იგი უვარგისი გახდა.

საქმე ის არის, რომ კანადელი მომღერლის ცვილის ორეული მუზეუმის დარბაზში ღობის გარეშე იდგა და გულშემატკივრებს შეეძლოთ, მას ხელით შეხებოდნენ. შედეგად, ცვილის ფიგურა გაფუჭდა. ამიტომ ექსპონატი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე დარბაზიდან აიღეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე