loader

31 წლის მომღერალი დნმ-ის ანალიზით ამტკიცებს, რომ მაიკლ ჯექსონის შვილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

31 წლის მომღერალი დნმ-ის ანალიზით ამტკიცებს, რომ მაიკლ ჯექსონის შვილია

31 წლის მომღერალმა ბრენდონ ჰოვარდმა, რომელსაც ბევრი მაიკლ ჯექსონს ამსგავსებს, დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, რომელმაც აჩვენა, რომ მისი და პოპ-მუსიკის მეფის დნმ ერთმანეთს 99,9%-ით ემთხვევა.

ჰოვარდის დნმ-ის შედეგები ახლახან საიტ FilmOn.com-ის მფლობელმა ალკი დევიდმა გაასაჯაროვა და მუსიკოსის დნმ-ის ტესტის ამონაბეჭდი წარმოადგინა. ჰოვარდმა ანალიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საკუთარი თავის მაიკლ ჯექსონის შვილად გამოცხადებას და მისი მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებას არ აპირებს.

ტაბლოიდმა TMZ-მ ინფორმაციის გადამოწმება განიზრახა, რადგან მის უტყუარობაში ეჭვი შეიტანა. ფაქტების გადამოწმების დროს ტაბლოიდის თანამშრომლებმა ირლანდიაში დარეგისტრირებული კვლევითი ლაბორატორია DNA Lab-ის პოვნა ვერ შეძლეს.

ბრენდონი მომღერალ მიკი ჰოვარდის შვილია, რომელიც ასევე ცნობილია ბილის სახელით. მიკი და მაიკლი 80-იან წლებში შეხვდნენ ერთმანეთს. ბრენდონი 1982 წელს, ჯექსონის ჰიტის Billie Jean-ის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე დაიბადა, რომელშიც ჯექსონი მღერის: "ბილი ჯინი ჩემი საყვარელი არ არის. ის ამბობს, რომ მე ერთადერთი ვარ, მაგრამ ბიჭი ჩემი შვილი არ არის".