loader

სოსო პავლიაშვილად ქცეული ირაკლი ფირცხალავა და ქართულად ამღერებული ალა პუგაჩოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილად ქცეული ირაკლი ფირცხალავა და ქართულად ამღერებული ალა პუგაჩოვა

23 მარტს გასართობი შოუ Один в один-ის (ქართული ანალოგი "ერთი ერთში") მორიგი ეპიზოდი გავიდა. ცვლილება იყო ჟიურიში - სპეციალურად ამ გადაცემისთვის რუსული შოუბიზნესის პრიმადონა ალა პუგაჩოვა მიიწვიეს. შოუს ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, ქართველ მომღერალ ირაკლი ფირცხალავას, ამჯერად ასევე ქართველი შემსრულებლის, სოსო პავლიაშვილის განსახიერება მოუხდა. ირაკლიმ ცნობილი რომანსი Радовать შეასრულა და სიმღერის დროს ალა პუგაჩოვას ქართული სუფრაც გაუშალა. მომღერლის გამოსვლა ჟიურის ოთხივე წევრს ძალიან მოეწონა. ფირცხალავას განსახიერებული პავლიაშვილით, განსაკუთრებით, პრიმადონა მოიხიბლა.

ასევე იხილეთ: ირაკლი ფირცხალავას გარდასახვა შაკირად და ისტერიკაში ჩავარდნილი ჟიური

View the video on georgianews.ge