loader

ნაომი კემპბელმა კიმ კარდაშიანის Vogue-ის გარეკანზე გამოჩენას დასცინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაომი კემპბელმა კიმ კარდაშიანის Vogue-ის გარეკანზე გამოჩენას დასცინა

ცნობილ ბრიტანელ სუპერმოდელ ნაომი კემპბელს კიმ კარდაშიანის Vogue-ის გარეკანზე გამოჩენაზე გაეცინა. 43 წლის "ავაზამ" ავსტრალიურ დილის ტელეშოუში მიიღო მონაწილეობა, რომლის წამყვანმაც ნაომის კიმ კარდაშიანისა და კანია ვესტის ფოტოს ავტორიტეტული გამოცემის გარეკანზე გამოქვეყნების შესახებ პროვოკაციული კითხვა დაუსვა.

"მოდელი ვარ და მოდის ინდუსტრიაში 28 წელია ვმუშაობ. როდესაც Vogue-ის გარეკანზე ხვდები, კარიერაში მიღწევას აკეთებ. ამისთვის დიდი შრომაა საჭირო", - უპასუხა კითხვას მოდელმა. "თქვენ ამბობთ, რომ კიმმა და კანიამ Vogue-ის გარეკანზე მოხვედრა ვერ დაიმსახურეს? - იკითხა წამყვანმა.

რაზეც ნაომიმ უპასუხა: "ეს თქვენი სიტყვებია და არა ჩემი. მინდა კორექტული დავრჩე. ეს ანა ვინტურის გადაწყვეტილება იყო, ასე რომ, მას ჰკითხეთ".

კიმ კარდაშიანის, მისი რეპერი საქმროსა და პატარა ქალიშვილის ფოტოსესიას Vogue-ის მკითხველი აპრილის ნომერში იხილავს.