loader

არაჩვეულებრივი ვალსი, რომელიც ენტონი ჰოპკინსმა 19 წლის ასაკში დაწერა და პირველად 50 წლის შემდეგ მოისმინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაჩვეულებრივი ვალსი, რომელიც ენტონი ჰოპკინსმა 19 წლის ასაკში დაწერა და პირველად 50 წლის შემდეგ მოისმინა

2011 წელს, ავსტრიის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში დიდი პრემიერა შედგა - ცნობილმა ჰოლანდიელმა მევიოლინემ და დირიჟორმა ანდრე რიემ ორკესტრთან ერთად შეასრულა არაჩვეულებრივი ვალსი, რომელიც წლების წინ, არც მეტი, არც ნაკლები, ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა დაწერა.

თითქმის 55 წლის წინ, 19 წლის ენტონი მუსიკით პროფესიონალურად იყო დაკავებული. ახალგაზრდა შემოქმედმა მაშინ ვალსი დაწერა, რომელიც წლების მანძილზე მხოლოდ ფურცელზე დარჩა... 50 წლის შემდეგ კი ნოტები ცნობილმა მევიოლინემ გააცოცხლა. ენტონი ჰოპკინსმა სათაყვანებელ მევიოლინეს თავად გაუგზავნა ნაწარმოები და სთხოვა, ორკესტრთან ერთად შეესრულებინა ის.

...და ვალსი გრძელდება - ნაწარმოების პრემიერა ემოციური გამოდგა. ოსკაროსანი მსახიობი და მისი მეუღლე ცრემლებს ვერ იკავებდნენ, დარბაზი კი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდა არაჩვეულებრივ ვალსს.

Surprising Premiere: Waltz that Anthony Hopkins wrote 50 years ago - Watch video on georgianews.ge