loader

სოსო პავლიაშვილმა რეზო გიგინეიშვილის სერიალისთვის იმღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილმა რეზო გიგინეიშვილის სერიალისთვის იმღერა

Последний из Магикян - ასე ჰქვია კომედიურ სერიალს, რომლის პრემიერა რუსეთის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში 16 სექტემბერს შედგა. ამჟამად სერიალის მეორე სეზონი მიმდინარეობს. მთავარ როლებს სერიალში გრანტ ტოხატიანი, ანა არდოვა, ანდრეი ბურკოვსკი, ალინა გრინბერგი, თემიკო ჭიჭინაძე და სხვები ასრულებენ. რეჟისორები კი რეზო გიგინეიშვილი და აკაკი სახელაშვილი არიან.

სერიალი მოგვითხრობს რუსული და სომხური ოჯახების ურთიერთობებზე. მთავარი გმირი 49 წლის კარენ მაგიკიანია, რომელსაც რუსი ცოლი ჰყავს, სამი გოგონა და არცერთი ვაჟი, გვარის გამგრძელებლად. აქედან მოდის სერიალის სახელიც - "უკანასკნელი მაგიკიანებიდან".

მეორე სეზონის ერთ-ერთ სერიაში ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც სერიალისთვის სიმღერა "მე შენს ხელებს ვკოცნი" შეასრულა.

ასევე იხილეთ:

სოსო პავლიაშვილი ქართულად რეპავს

სოსო პავლიაშვილმა ჯგუფ "ფაბრიკას" წევრს ქართულად უმღერა

სოსო პავლიაშვილის და მისი ვაჟის მუსიკალური "სადღეგრძელო" რუსულ შოუში


Soso Pavliashvili sings in Rezo Gigineishvili's comedy TV series - Watch video on georgainews.ge