loader

ტურისტს რიჩარდ გირი მაწანწალა ეგონა და პიცა უყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურისტს რიჩარდ გირი მაწანწალა ეგონა და პიცა უყიდა

42 წლის ფრანგ ტურისტს რიჩარდ გირი მაწანწალა ეგონა და პიცა უყიდა. ტურისტს, უბრალოდ, სიკეთის გაკეთება სურდა, როდესაც ქუჩაში შემხვედრ "უსახლკაროს" გადაეყარა. მაწანწალა ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი აღმოჩნდა, რომელიც მორიგი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. ტურისტი კარინ გომბიუ პიცერიიდან გამოდიოდა, როდესაც ნაგვის ურნასთან მდგომი მამაკაცი დაინახა, რომელიც იქიდან ნარჩენებს იღებდა და ჭამდა. ამ სურათის ნახვის შემდეგ კარინმა მას საკუთარი პიცა შესთავაზა და ბოდიში მოუხადა, რადგან პიცა ცივი იყო.

"დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ," - უპასუხა მსახიობმა. ისტორია ასეც დამთავრდებოდა, მეორე დღეს ქალს საკუთარი თავი გაზეთების ფურცლებზე რომ არ ეხილა.