loader

"კაზანტიპი" - "სამოთხე" გართობის მოყვარულებისთვის, ყირიმის ნაცვლად ანაკლიაში იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაზანტიპი" - "სამოთხე" გართობის მოყვარულებისთვის, ყირიმის ნაცვლად ანაკლიაში იქნება

"კაზანტიპი" ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ამ დრომდე ყოველწლიურად ყირიმში იმართებოდა. ამიერიდან ის ყირიმის ნაცვლად, საქართველოში, ანაკლიაში ჩატარდება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი სიგუამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყირიმის ნახევარკუნძულზე 1992 წლიდან ტარდება. ზაფხულის 5-6 კვირის განმავლობაში, ფესტივალს 150 ათასამდე გართობის მოყვარული სტუმრობს. ნარინჯისფერი და ყვითელი - მზის და სინათლის ფერები, ფესტივალის საკულტო ფერებია.

"ვიკიპედიაში" უკვე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში ჩატარდება, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კაზანტიპის" დამფუძნებლები არ ადასტურებენ ფესტივალის საქართველოში გადმოტანის ინიციატივას.

იხილეთ ფესტივალის ფოტოგალერეა ambebi.ge-ზე