loader

"ევროვიზიის" კონკურსანტი, რომელსაც "დასავლეთის დეგრადაციის მაგალითი" უწოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიის" კონკურსანტი, რომელსაც "დასავლეთის დეგრადაციის მაგალითი" უწოდეს

25 წლის ავსტრიელმა კონკურსანტმა კონჩიტა ვურსტმა, იგივე ტომას ნოივირტმა, "ევროვიზიის" მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც სცენაზე სტერეოტიპის დამსხვრევა მამრობითი და მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი გარეგნობის სტანდარტის შერწყმით გადაწყვიტა.

კონჩიტას საერთაშორისო კონკურსზე გამოჩენას ხალხის მწვავე რეაქცია მოჰყვა. წელს მის წინააღმდეგ რუსეთი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კონჩიტას "დასავლეთის დეგრადაციის მაგალითს" უწოდებენ. ბელორუსში აქტივისტებმა ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს მოუწოდეს, კონკურსის გაშუქებისას მისი გამოსვლის მონაკვეთი ამოეჭრათ. რუსმა კანონმდებელმა ვიტალი მილონოვმა კი ავსტრიელი კონკურსანტი "ჰომოსექსუალიზმისა და სულიერი ხრწნის აშკარა პროპაგანდაში" დაადანაშაულა.

კონჩიტა საერთაშორისო კონკურსზე სიმღერით "ფენიქსივით აღსდექი" (Rise like a Phoenix) წარსდგა და ფინალში გადასვლა მოახერხა.

ასევე იხილეთ: "ევროვიზიის" ტრანსგენდერმა მონაწილემ საკონკურსო სიმღერაზე კლიპი გამოუშვა

ვრცლად ambebi.ge-ზე