loader

"აშკარად ვნებას აქვს ადგილი" - რა იგულისხმა თეონა კონტრიძემ კოტე თოლორდავას შეფასებისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აშკარად ვნებას აქვს ადგილი" - რა იგულისხმა თეონა კონტრიძემ კოტე თოლორდავას შეფასებისას

ტელეკომპანია "იმედის" მეგა შოუ "ორი ვარსკვლავი" დრამატულ ფაზაში შევიდა. მომდევნო ტურში წყვილებს სასიყვარულო სიმღერები უნდა შეესრულებინათ. კოტე თოლორდავასა და ნინი ბადურაშვილის წყვილმა ELVIS PRESLEY-ის უკვდავი ჰიტი - Love Me Tender - იმღერა. მიუხედავად იმისა, რომ ნინი ბადურაშვილის შეუდარებელ შესრულებასა და არტისტიზმს მისი მეწყვილე ჩამორჩებოდა, დუეტი ჟიურიმ მაინც მაღალი ქულებით - 48 (10,10,10,9,9) შეაფასა. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მუდამ კრიტიკული თეონა კონტრიძე შედარებით ლოიალური აღმოჩნდა და კოტე თოლორდავას გაეხუმრა კიდეც.